თინა ბოკუჩავა - ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს - გახარიას პარტიასთან რიგ საკითხებზე გვქონდა კოორდინაცია, მომავალში როგორც გაგრძელდება, თავად ამ პოლიტიკურ ჯგუფზეა დამოკიდებული

მხოლოდ დაუღალავი შრომით და ბრძოლით შეგვიძლია დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც ხალხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს

“ჩვენ ორშაბათს 7 საათზე რუსთაველზე აქცია დავაანონსეთ. ასევე საზოგადოებას გავაცანით, რომ გვაქვს კონსოლიდირებული დარღვევების ანგარიში, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნობთ. დავადასტურეთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს. მხოლოდ დაუღალავი შრომით და ბრძოლით შეგვიძლია დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც ხალხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ უპასუხა კითხვას თუ რატომ არ იყო ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრაზე წარმოდგენილი პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რაზეც ბოკუჩავამ უპასუხა, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან ჰქონდათ მთელ რიგ საკითხებზე კოორდინაცია და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

“მე არ მიმაჩნია მართებულად, რომ სხვის ნაცვლად ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ მთელ რიგ საკითხებზე გვქონდა კოორდინაცია. მომავალში აღნიშნული კოორდინაცია როგორ გაგრძელდება, ეს თავად ამ პოლიტიკურ ჯგუფზეა დამოკიდებული. დღეს თქვენ ნახეთ ოპოზიცია ერთიანი, როგორც არასდროს, სამი კოალიციური ჯგუფი, რომელთაც ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი მისცა. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი კოორდინაციით გააგრძელებს ოპოზიცია მოქმედებას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის