ენტონი ბლინკენი - ველით, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან - კურსკში 8 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მყოფი ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან და მათ სამხრეთ კორეელ კოლეგებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

ბლინკენის განმარტებით, რუსეთი წვრთნის ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს არტილერიის, უპილოტო საფრენ აპარატების გამოყენებასა და ძირითად ქვეით ოპერაციებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სრულად აპირებენ გამოიყენონ ისინი წინა ხაზის ოპერაციებში.

„ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები, თუ ბრძოლის ველზე. შევლენ. ჩვენ ჯერ არ გვინახავს ეს ჯარები უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში განლაგებული, მაგრამ მოველით, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება”, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების უკრაინის წინააღმდეგ "ხორცსაკეპ მანქანა" ომში გამოყენება "სისუსტის აშკარა ნიშანია".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება