რუსებმა პოლტავასა და ოდესას დაარტყეს, დაშავებულებს შორის მაშველებიც არიან

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებს, პოლტავას და ოდესას დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად მაშველები დაშავდნენ.

მისივე თქმით, დაზიანებულია სახანძრო მანქანები და სახანძრო განყოფილების ადმინისტრაციული შენობა.

რუსებმა დრონებით პოლტავასაც შეუტიეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდან ქალაქში არსებულ კერძო საცხოვრებელ კორპუსებსა და სამეურნეო შენობებში ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. დაშავებულია ორი ადგილობრივი.

„თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება, ადგილზე მობილიზებულია 50-ზე მეტი თანამშრომელი და 14 ერთეული ტექნიკა“, - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება