ვოლოდიმირ ზელენსკი - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს შეერთებული შტატების არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე, მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგისა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, შესაძლოა, გააძლიეროს, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება მისცემს რუსეთს ჩვენი ოკუპაციის შესაძლებლობას. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომის მოგების შესაძლებლობას და ეს მართალია. ტრამპის შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ საქმის კაცია და უბრალოდ, ომის სწრაფად დასრულება და რაიმე მოდელის პოვნა სურს. მაგრამ თუ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი მოისურვებს, უბრალოდ აიძულოს უკრაინა დათმოს ყველაფერი და ამით მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დღეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა არ აღიარებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც რუსეთის ტერიტორიას „არ აქვს მნიშვნელობა ვის რა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს შეერთებულ შტატებში და რამდენ ხანს დარჩება პუტინი რუსეთის ფედერაციის ლიდერად, ეს შეუძლებელია“.

„უკრაინას, ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას თავის კანონიერ სახელმწიფო ტერიტორიებზე და, შესაბამისად, იურიდიულად ეს უბრალოდ შეუძლებელია, რაც არ უნდა მოიფიქროს პუტინმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!