KIU ფიზიკის საშემოდგომო ფრანგულ-ქართულ სკოლას მასპინძლობს

1-3 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ფინანსური მხარდაჭერითა და საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის, KIU-ში ფიზიკის საშემოდგომო ფრანგულ-ქართული სკოლის პროექტი ხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, პირველი კონფერენცია KIU-ს კანცლერმა თეა იმედაძემ და ადრონული თერაპიის ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს.

„თეა იმედაძემ პროექტის მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო პროცესი უსურვა და ფიზიკის დარგის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავის მხრივ, ვახტანგ ცაგარელმა დამსწრე საზოგადოებას ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროტონული თერაპიის კუთხით ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

3-დღიანი შეხვედრების ფარგლებში, მაღალი ენერგიების, ბირთვული და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით, ქართველი და ფრანგი პროფესორების ჩართულობით, იმართება კონფერენციები, "ვორქშოპები", პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა, განიხილონ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.

ფიზიკის საშემოდგომო ფრანგულ-ქართული სკოლის პროექტის დასასრულს სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS), პარიზ-საკლე უნივერსიტეტი, ირენ-ჟოლიო ჟიურის ლაბორატორია (IJCLab), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე KIU-მ არაერთ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის - ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადასა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო