მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს - რუსეთში გაქცევა აღარ დაგვჭირდა, ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ და მაგიტომ - ამას რომ გაჯერებენ, თითქოს რუსული ხელისუფლება გვყავს, ძალიან სამწუხაროა - თქვენი გონება აქვს ოკუპირებული ნაცაგენტურას

რუსეთში გაქცევა აღარ დაგვჭირდა, ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ და მაგიტომ - ამას რომ გაჯერებენ, მეგობრებო, რომ რუსული ხელისუფლება გვყავს თითქოს, ეს არის ძალიან სამწუხარო, თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა, ამ ქვეყანაში აქვს ოკუპირებული 40%-მდე ნაცაგენტურას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან, ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის გააკრიტიკა, კონკრეტულად კი აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში რუსეთის გამარჯვებაზე საუბრობს, მაშინ როდესაც რუსეთი წინ უკრაინაში მიიწევს.

„არ მოუტყუებია ხაზარაძეს- ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? თქვენ თბილისში გგონიათ თქვენი თავი ?! რუსული, რუსული, რუსული - მე მგონი ამ სიტყვის ასეთი მოყვარული ხალხი როგორიც "ნაცაგენტურაშია, მსოფლიოში არ არსებობს, მსოფლიო რეკორდსმენები არიან სიტყვა “რუსულის” ხსენებით. მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს, რუსეთი საქართველოში იმარჯვებსო - რუსეთი საქართველოში კი არ იმარჯვებს, სამწუხაროდ, უკრაინაში მიიწევს წინ. უკრაინაში მიიწევს წინ, ძალიან სამწუხაროდ! და სამწუხაროდ, ასევე, გამოდის უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმაო. მასთან მიიწევს წინ, უბედურება სჭირს ცივილიზებულ სამყაროს ამ მიმართულებით, ოკუპანტი ქვეყანა მიიწევს და მიიწევს მის ქვეყანაში და საქართველოში იმარჯვებსო, აქეთ იძახის. ამ ადამიანებს რაღაც გონება ხომ აქვთ, ხომ ვხედავთ ამ ყველაფერს?! და ჩვენი ოპონენტები, აქაური ნაცაგენტურა რას აკეთებს იცით?! - რუსეთის ძლევამოსილებაზე ლაპარაკობს დილიდან საღამომდე. საქართველოში თურმე რუსეთის სპეცსამსახურები ერევიან და ეს არჩევნები იმათ ჩაატარეს, რა მაგრები არიანო რუსები, ირიბად ამაზე ლაპარაკობენ. რა მაგრები არიან, 300 ათასი ხმის გაყალბებაში მოგვეხმარნენ, პუტინი დაგვეხმარა, რა მაგრები არიან, წარმოიდგინეთ! - ამას მისდევენ. თვითონ არიან ევროპელები- მოკვლა, გაუპატიურება ქალის თუ მამაკაცის, ხალხის ციხეში ჩაგვრა, ტელევიზიების დახურვა, ერთ ხმაში ლაპარაკი ტელევიზიების, ეს არის ევროპული საქმე და დემოკრატია, ევროპისკენ რეალური სვლა, ეს არის რუსული საქმე და რუსული სპეცსამსახურები ალაგებენ თურმე საქართველოში, რა მაგრები არიან თურმე რუსები, რამხელა ამბავი დაგვილაგეს აქ?! ამ მარაზმს სთავაზობენ საზოგადოებას და მართლა მიკვირს ერთი ადამიანის, რომელიც ამას იჯერებს და ეს რწმენის დონეზე აქვთ ატანილი. ამას რომ გაჯერებენ, მეგობრებო, რომ რუსული ხელისუფლება გვყავს თითქოს, ეს არის ძალიან სამწუხარო, თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიაზევე 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა აქვს ოკუპირებული 40%-მდე ამ ქვეყანაში ნაცაგენტურას. ორივე ოკუპანტია, რუსეთი ხომ ოკუპანტია და ბინძურად თამაშობს გეოპოლიტიკურ თამაშებს ოკუპაციის სახით საქართველოში განსაკუთრებით და უკრაინაში და ა.შ. ასევე, ბინძურად თამაშობენ ადამიანების გონებაზე და ინფორმაციაზე სიმართლესა და ობიექტურობაზე, ვისაც 40%-მდე აქვთ ოკუპირებული საღი აზრის ამ ქვეყანაში. ორივე საშინელებაა - ერთი მხრივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, მეორე მხრივ, ფიზიკური ზეწოლა ოკუპანტის სახით. ორივე ოკუპაციაა - ერთი ობიექტურობის, მეორე ტერიტორიების”, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს