ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპიდან და გადავიდა განვითარების ახალ ფაზაში, რაზეც მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტ პანდემიური აღდგენის ეტაპიდან და ჩვენ ვაკვირდებით სექტორის განვითარების ახალ ფაზას, რაზეც 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მოცულობას - 3,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ასევე რეკორდულია ცალკე აღებული მესამე კვარტლის მონაცემი, სადაც 1,6 მილიარდი დოლარის შემოსავლები დაგენერირდა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 2024 წლის მესამე კვარტლის შემოსავლების ზრდა 39 პროცენტია, ხოლო გასული წლის მესამე კვარტალში მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში 8 პროცენტით მეტია.

მისივე განცხადებით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული სამი კვარტლის ჯამური შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით არის გაზრდილი.

„მნიშვნელოვანია შემოსავლების სტრუქტურის დინამიკა, სადაც პირველ 3 კვარტალში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამაში იგულისხმება დიდი ბრიტანეთიც - ეს არის თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც 20% ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს და თითქმის 7% - ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ასევე გაზრდილია სხვა მნიშვნელოვანი ბაზრებიდან შემოსავლები, მაგალითად, ეს არის ისრაელი თითქმის 25%-იანი ზრდით გასულ წელთან შედარებით, ასევე საუდის არაბეთი, სადაც დაახლოებით 22%-ით გვაქვს ზრდა და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება