აფგან სადიგოვის მეუღლე - ადამიანი კვდება, თქვენ მას ალიევის გეგმის მიხედვით სჯით

დიდი ხანია მათ ეს სცენარი დაწერეს. ჩვენ ხომ თქვენ მთელი ფაქტები მოგეცით. რატომ არ უყურებთ, რადგან დაკვეთას ასრულებთ, ადამიანი კვდება, ის უდანაშაულოა, თქვენ მას სჯით ალიევის გეგმის მიხედვით, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის დამატებით, 3 თვით გაგრძელების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ აფგან სადიგოვი დაიღუპება, ამაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანული რეჟიმი და საქართველოს მთავრობა და სასამართლო იქნებიან.

„ბოლომდე ვიბრძოლებ! ადამიანი კვდება, მას სურს სახელმწიფომ, სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება. რამდენი მტკიცებულება წარვადგინეთ და არ შეხედეს. ეს არ არის სასამართლო, ეს არის შოუ. უკვე სამი თვეა აქ ვიბრძვით. მეუბნებიან დაელოდე სასამართლოს, სასამართლო უკანონოდ მუშაობს. აზერბაიჯანი და საქართველო - განსხვავება არაა. სასამართლო დაკვეთას ასრულებს. ახლა ვინ არის მთავარი საქართველოს მთავრობაში, ვინ მართავს? ვინც მთავრობას მართავს, ის მართავს სასამართლოსაც. რაც ალიევის რეჟიმმა უთხრა, იმას ასრულებენ. რატომ აკეთებენ ამას, ყველამ იცის რატომაც, დაკვეთას ასრულებენ თუ აფგანი დაიღუპება დამნაშავე იქნება აზერბაიჯანის რეჟიმი და ის ვინც, საქართველოს მართავს და სასამართლო, რადგან ისინი დაკვეთას ასრულებენ“, - აღნიშნა სევინჯ სადიგოვამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს