სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების  რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

სემეკ-ის ცნობით, აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ წყალმომარაგების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები.

„კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე არსებული მაგალითების ანალიზი. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დასრულება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/20241011110810-newregistrationwater“, - ნათქვამია გავრცეებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება