ანა დოლიძე - არჩევნების მიტაცების სქემაში მონაწილეობდა ბევრი სტრუქტურა ერთობლივად, გამოძიების გარეშე სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება

გაყალბების სისტემას დასჭირდება სერიოზული და მრავალმხრივი გამოძიება, რომლის გარეშე ჩატარებულ არჩევნებს სანდოობა ვერ ექნება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში გამოძიება ევროკავშირმა უნდა ჩაატაროს.

„როგორც ჩვენმა შიდა კვლევებმა გამოავლინა ჩართულები იყვნენ მასწავლებლები, სუსი. ასევე, სხვადასხვა ხარისხით და ფუნქციით ჩართულები იყვნენ თვითმმართველობები. შესაბამისად, ამ გაყალბების სისტემას დასჭირდება სერიოზული და მრავალმხრივი გამოძიება, რომლის გარეშე ჩატარებულ არჩევნებს სანდოობა ვერ ექნება. საუკეთესო შემთხვევაში ეს გამოძიება უნდა ჩაატაროს ევროკავშირმა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება