ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა - სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს დამატებით 500 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებულ ოპერატიულ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 202 ადამიანი ვალენსიის რეგიონში დაიღუპა, ორი - კასტილა ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი - ანდალუსიაში.

„მსხვერპლთა შეგროვებისა და იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამძებრო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს კიდევ 500 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. ამასთან, კომუნალური კომპანიები ცდილობენ, ათასობით მოქალაქეს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება