„ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები  ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„მისიის წარმომადგენლებს, პარტიათაშორისი ჯგუფის წევრებმა არჩევნების გაყალბების შესახებ ანგარიშის დეტალები გააცნეს, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევით მომზადდა და დეტალურად აღწერს იმ დარღვევებს, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.

შეხვედრაზე ეუთო-ს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს ის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგები, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვა - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება განუსაზღვრელი დროით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს