სახალხო დამცველი - თუ პრეზიდენტს გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ხელში უჭირავს, ალბათ, უპრიანია, მიაწოდოს იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე - მოგვაწოდოს ჩვენც და გვექნება ჩვენი შეფასება

თუ პრეზიდენტს გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ხელში უჭირავს, ალბათ, უპრიანია, რომ მიაწოდოს იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, „პრეზიდენტი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები, არსებობს, თუ არა სახალხო დამცველსა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობის რაიმე ფორმატი და კომუნიკაცია?“, ლევან იოსელიანი პასუხობს, რომ პრეზიდენტთან ბოიკოტის რეჟიმში არ არის და თუ ის ჩათვლის საჭიროდ, სიამოვნებით მიიღებს მის მტკიცებულებებს.

„პრეზიდენტი თუ ჩათვლის საჭიროდ, სიამოვნებით მივიღებთ მტკიცებულებებს. როდესაც მას აქვს შეკითხვა, ან რაღაც აინტერესებს, მივსულვართ, განგვიმარტია. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში არ ვართ პრეზიდენტთან.

თუ მას გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ხელში უჭირავს, ალბათ, უპრიანია, რომ მიაწოდოს იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე. მოგვაწოდოს ჩვენც და გვექნება ჩვენი შეფასება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს