სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს

ვაკვირდებით, დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან რას მიიღებს, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო ტაე-იულიმ განაცხადა.

კითხვაზე, გაუგზავნის თუ არა სეული კიევს იარაღს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის მხარეს მონაწილეობის საპასუხოდ, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველა შესაძლო სცენარი განიხილება“.

„კერძოდ, ვაკვირდებით ჩრდილოეთ კორეის ძალების მონაწილეობის დონეს და რა იქნება ის, რასაც დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან მიიღებს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ ყველა ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ჩო ტაე-იულიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს