შსს - საქართველოდან, გასული თვის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქეა გაძევებული, მათ შორის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ალჟირის, ეგვიპტის და განას, ჯამში 60 მოქალაქე.

გაძევებულთა შორის ასევე არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის დეპარტამენტსა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის აქტიური კოორდინაციის შედეგად, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 384 უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რაც 26%- ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია იმ პირთა მაჩვენებელიც, რომლებმაც გაძევების პროცედურის ფარგლებში ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს, კერძოდ, საქართველო დატოვა 323 პირმა, რაც 60,7 %-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოების კუთხით. იგეგმება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დამატებით გაზრდის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უზრუნველყოს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა ქვეყნიდან გაძევების ეფექტიანი პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო