თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის კონკურსის ნომინანტები გამოავლინეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფაკულტეტების დეკანებთან და კომისიის წევრებთან ერთად ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის კონკურსის ნომინანტები გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოვლენილი 7 ნომინანტიდან სტიპენდია გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე ერთ სტუდენტს გადაეცემა, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, ასევე, აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში.

„სტიპენდია ყოველთვიურად, სასწავლო წლის განმავლობაში (10 თვე), 300 ლარის ოდენობით გაიცემა.

გამარჯვებულ სტიპენდიატს ასევე გადაეცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული ერთჯერადი პრემია 3000 ლარის ოდენობით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია ყოველწლიურად ენიჭება უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ერთ სტუდენტს.

სტიპენდიის დაწესების მიზანია, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა წახალისება, აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის პოპულარიზება.

სტიპენდია გაიცემა წინა სასწავლო წლის შედეგების გათვალისწინებით და კონკურსის წესის საფუძველზე ენიჭება იმ სტუდენტს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აკადემიური და სამეცნიერო მიღწევებით.

სტიპენდიით დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევას სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია ახორციელებს. კანდიდატთა შეფასება ხდება: აკადემიური მოსწრებით (გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა 2 კალენდარულ სემესტრში სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკული გამოანგარიშებით); სამეცნიერო ნაშრომით/ნაშრომებით (გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული სტატია სამეცნიერო ჟურნალში სამეცნიერო კონფერენციის თეზისებში/მასალებში/სამეცნიერო კონფერენციაში/კონფერენციებში მონაწილეობით)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო