Reuters - სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო

სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სერბეთის ტრანსპორტის მინისტრზე, გორან ვესიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა პარასკევს მოხდა, როდესაც სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურის შესასვლელთან გადახურვა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„გამოძიება დაადგენს ვინ მიიღო გადაწყვეტილებები, ვინ მოაწერა ხელი და ვინ აკონტროლებდა სამუშაოების ხარისხს“, - განაცხადა გორან ვესიჩმა.

მისივე თქმით, გამოძიებაში მონაწილეობას საგზაო მოძრაობის სახელმწიფო ინსტიტუტი და სახელმწიფო რკინიგზის კომპანია მიიღებენ, ასევე ჩინური კონსორციუმი, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს