გია ვოლსკი - რა პრობლემაა, თუ სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში ვერ მივა, სასამართლოს მისცეს ჩვენება, ან ინფორმაცია საიდუმლო ფოსტით მიაწოდოს, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზეა ლაპარაკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს პროკურატურაში მისვლაზე, პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ მან სასამართლოს წარმომადგენელთან ერთად მისცეს ჩვენება.

ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რითაც ის პროკურატურაში გამოკითხვისთვის მისვლაზე უარს აცხადებს.

„არათუ პროკურატურაში უნდა მივიდეს, არამედ მკაცრად და ხისტად უნდა ითხოვდეს პროკურატურისა, თუ უსაფრთხოების სამსახურებისგან საკითხების სასწრაფო გამოძიებას. ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ [გამოძიებასთან] არ თანამშრომლობს, უარს აცხადებს იქ მისვლაზე. ბოლოს და ბოლოს, რა პრობლემაა, თუ ვერ მივა, სასამართლოს წარმომადგენელთან ერთად მისცეს [ჩვენება] ან გამოაქვეყნოს თავისი მასალა ან მიაწოდოს საიდუმლო ფოსტით, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზეა ლაპარაკი. კონსტიტუციას რომ არღვევს ერთია, მაგრამ ამ თემებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობა მაინც ხომ უნდა გამოიჩინოს. ძალიან მალე იქნება ადგილობრივი არჩევნები და როგორ შეიძლება სახელმწიფო დატოვო, მისი აზრით, თუ მართლაც არსებობს ასეთი ზღაპარი, რასაც თვითონ ჰყვება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო