მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა.

ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს.

მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით "შორის" პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის "გამარჯვება" მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა.

როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი "გამარჯვება" მოლდოვის მოქალაქეებს არეკრუტირებენ და სახსრებს სთავაზობენ "ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ" ხმის სანაცვლოდ.

ჩხრეკების შედეგად, სხვა ყველაფერთან ერთად, ამოღებულ იქნა სამუშაო კონტრაქტები რუსულ ორგანიზაცია "ევრაზიასთან", მნიშვნელოვანი თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული "პრომსვიაზბანკის" აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული მისდიოდათ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა