ანა დოლიძე - საქართველოში ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა შესაძლებელია

ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია - ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნების დარღვევას ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს, შესაბამისად, ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია.

„ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია. ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება. მისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ იურისტები და ასევე ტექნოლოგიის ექსპერტები. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ უახლოეს დღეებში, იმ შემთხვევაში თუ მიიღება ევროპარლამენტის რეზოლუცია. ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტის წევრებთან იმისთვის, რომ დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს არჩევნების დარღვევას საქართველოში, შესაბამისად ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება