ირაკლი კობახიძე - ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე

ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ Sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით“ არ იზღუდება ადამიანის უფლებები, „აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე“.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. როცა ვინმე, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით“ არ იზღუდება ადამიანის უფლებები. აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე. ეს კანონი პასუხობს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს