ლანა გალდავა - ბოლნისის სასამართლოში მტკიცებულებების სახით  ორ დისკს წარვადგენ, მოვითხოვთ გაიხსნას ე.წ. სამაგიდო სიები და ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ხელმოწერები

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, დღეს ბოლნისის სასამართლოში მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც ეხება დარღვევებს, რომელიც ქვემო ქართლში არჩევნების დღეს მოხდა.

გალდავას თქმით, სასამართლო პროცესზე მოითხოვს გაიხსნას ე.წ. სამაგიდო სიები და ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ხელმოწერები.

“ყოველდღიურად ჩვენ შტაბში სხვადასხვა კოალიციის წარმომადგენლები ვიკრიბებით. განსაკუთრებით, იურისტები ვმსჯელობთ საარჩევნო დარღვევებზე, უშალოდ არჩევნების დღეს და ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, იმ სისხლის სამართლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი ჰქონდა. მე დღეს წარმოდგენილი ვიქნები ბოლნისის სასამართლოში, სადაც მტკიცებულებების სახით - ორ დისკს წარვადგენ, აუცილებლად მოვითხოვთ გაიხსნას ე.წ. სამაგიდო სიები და ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ხელმოწერები, ვინ ესწრებოდა უშუალოდ და ვინ მიიღო მონაწილეობა არჩევნების დღეს. ამავდროულად, იქ სადაც მიმდინარეობდა ძველი წესით არჩევნები, აუცილებელია წარმოგვიდგინონ სამაგიდო სიები. ორ დისკზე ასახულია ძირითადი დარღვევები, რაც ხდებოდა ქვემო ქართლში წარვადგენთ დღეს სასამართლოში. ცხადია, არ გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ მოთხოვნას დაგვიკმაყოფილებენ, მაგრამ როგორც კანონმორჩილი და ამავდროულად, სამართლებრივი წესრიგის მოყვარული ხალხი, აუცილებლად ყველა ზომას ვიყენებთ იმისთვის, რომ გავასაჩივროთ საოლქო კომისიებში. ასევე, სასამართლოებში ვასაჩივრებთ. ამის შემდეგ საერთაშორისო მიმართულებითაც წავალთ და მოვითხოვთ, რომ საერთაშორისო გამოძიება ამ დარღვევებზე დაიწყოს”, - განაცხადა გალდავამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის