მედია - ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერისტეტის წინ პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა

ირანში, დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერისტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც CNN-ი წერს, სტუდენტმა ქალმა აღნიშნული ფორმით გამოხატა წინააღმდეგბობა ქვეყნის მკაცრი, ჩაცმულობის კანონის მიმართ.

ვიდეო, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა და ასევე, გაავრცელა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა, ჩანს, რომ ქალი აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმლის გარეშე ზის და თმები აქვს გაშლილი.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ გოგონა გზას მიუყვება, ვიდრე მამაკაცთა ჯგუფი მას გარს შემოეხვევა, მანქანაში ჩასვამს და წაიყვანს.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქალი "ძალადობრივად დააკავეს" მას შემდეგ, რაც მან გააპროტესტა თეირანის უნივერსიტეტში ჩაცმულობის კოდექსის "შეურაცხმყოფელი აღსრულება".

თვითმხილველებზე დაყრდნობით, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იტყობინება, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი მას შემდეგ გაიხადა, რაც უსაფრთხოების ორი თანამშრომელი მას ესაუბრა და გააფრთხილა ჩაცმულობის წესის დარღვევის შესახებ.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელძღვანელის თქმით, ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

CNN-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ დაადგინა ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებები.

Amnesty International-მა მოითხოვა უნივერსიტეტის სტუდენტის დაუყონებლივი და უპირობო გათავისუფლება და ადვოკატთან წვდომა.

როგორც ცნობილია, ირანში ჰიჯაბის (ან თავსაბურავის) ტარება საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულოა ქალებისთვის, კანონს აღასრულებს ქვეყნის ე.წ. მორალის პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს