თბილისში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს აქცია გაიმართება

ოპოზიციის ორგანიზებით, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს.

როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ 31 ოქტომბერს ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამას ვაკეთებდით და რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს