ქართული ღვინის კომპანიები Daejeon International Wine Festival-ში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე Daejeon International Wine Festival ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა ემსახურება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

„სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა.

ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა. ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი მზარდია: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 68 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს