ანტონიო გუტერეში - ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნა უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება

გენერალური მდივანი უაღრესად შეშფოთებულია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების რუსეთის ფედერაციაში გაგზავნით,მათ შორის კონფლიქტის ზონაში მათი შესაძლო განლაგების გამო, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი განცხადებით, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის თავიდან ასაცილებლად. გენერალური მდივანი იმეორებს თავის მხარდაჭერას უკრაინაში სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობისკენ მიმართული ყველა მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიმართ, გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს