ლევან სანიკიძე - ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა დროა ბრძოლის, იმის, რომ არ შევეგუოთ მოპარულ არჩევნებს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ოპტიმისტურად განწყობილი, “ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის”. მისივე თქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც რუსთაველის გამზირზე წყდება. აღნიშნულის შესახებ ლევან სანიკიძემ დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად იმართება.

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათზე, იქნება დიდი მანიფესტაცია. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ოპტიმისტურად განწყობილი, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა დროა ბრძოლის, იმის, რომ არ შევეგუოთ მოპარულ არჩევნებს, რადგან ამ არჩევნების ფასი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის 76 მანდატი. ეს არის არჩევნები, სადაც წყდება ამ ქვეყნის შემდგომი მინიმუმ 20 წლიანი განვითარების გზა და მათ შორის ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არცერთი პარტიის მოქმედებაზე არ გადის, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა, ის სურვილი, რასაც ჰქვია თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც დღესაც, როგორც განვლილი 30 წლიანი პერიოდის მანძილზე, გადის რუსთაველის გამზირზე.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს