რატი იონათამიშვილი - ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში

ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში - ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ დადო! - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტი არა აქვს, ჭორაობას მიმართავს.

„მთელი მათი პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და საკუთარ ამომრჩეველთან თავის მართლება. მათთვისაც უკეთესი იქნებოდა, ამომრჩეველს სიმართლეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამის არც უნარი გააჩნიათ, არც რესურსი. როგორც ჩანს, დავალება, რაც მათ მიიღეს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული.

როდესაც ფაქტი არა გაქვს, მიმართავ ჭორაობას - ჭორიკანა ოპოზიცია საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს!" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს