საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „TAM მენეჯმენტს“ შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, კომპანიამ სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის კომპანიამ - „TAM მენეჯმენტი“ (თბილავიამშენი), სტიპენდია დააწესა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები TAM მენეჯმენტის გენერალური დირექტორის მოადგილეს კახა ჟღენტს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიას დააწესებს.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე უკვე მესამე წელია განახლდა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საავიაციო ინჟინერია“ სწავლება, რომლის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული კომპანია „TAM მენეჯმენტი“. თავის მხრივ, „TAM მენეჯმენტი“ ქართული საავიაციო მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია სამხედრო, სამოქალაქო და სხვადასხვა კლასის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოებში, მოდერნიზებაში, დიზაინში და წარმოებაში. კომპანიის ისტორია იწყება 1941 წელს სახელმწიფო საავიაციო ქარხნის შექმნიდან, 2015 წლიდან კი TAM მენეჯმენტის სახელით აგრძელებს საქმიანობას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - „საავიაციო ინჟინერია“, დანერგვაში პირადად კომპანიის დირექტორს, ბატონ პანტიკო თორდიას და კომპანიის მენეჯმენტს დიდი წვლილი მიუძღვის. მადლობას გიხდით პროგრამის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობისა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სტუდენტებისათვის, კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, სახელობითი სტიპენდიის დანიშვნის გამო. ვფიქრობთ, რომ ეს გაზრდის მათ მოტივაციას კარგად ისწავლონ. ასევე, გაზრდის ამ უმნიშვნელოვანი პროფესიის მიმართ მომავალი თაობის ინტერესს“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ცნობით, „TAM მენეჯმენტის“ სათავო ოფისში გამართული შეხვედრა ინტერაქციულ და საინტერესო რეჟიმში გაგრძელდა. კომპანიის წარმომადგენლები, სტუდენტებს ესაუბრნენ ავიამშენებელი ქარხნის ისტორიის და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, დაათვალიერებინეს თვითმფრინავების, მრავალფუნქციური და შვეულმფრენების სარემონტო წარმოება, საკონსტრუქტორო ბიურო და სხვა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის