ანალენა ბერბოკი - მოლდოველმა ხალხმა აჩვენა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის ჰიბრიდულ მოხრჩობას

მოლდოველმა ხალხმა თქვა: უმრავლესობას სურს გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ. გულითადად ვულოცავ პრეზიდენტ მაია სანდუს ხელახლა არჩევას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მოლდოველმა ხალხმა აჩვენა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჰიბრიდულ ომს.

„ხმების მოსყიდვა, წინასაარჩევნო მანიპულაცია და ბომბის მუქარა მოლდოვის საარჩევნო უბნებზე - გერმანიაშიც კი: ამ ქმედებების სამიზნე ევროპული დემოკრატიის გულია. პუტინი არაფერზე ჩერდება. მაგრამ მოლდოვა არ შეფერხდება თავის გზაზე. ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის ჰიბრიდულ მოხრჩობას. ეს იწვევს ჩვენს პატივისცემას. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს გვერდით დგომას“, - წერს ბერბოკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს