კახა კალაძე - არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა - რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობილიზებაში პარტიაც ჩართულია

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა - რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობილიზებაში პარტიაც ჩართულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურა.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ნახეთ, რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის - გინდ ხმების რაოდენობით, გინდ პროცენტულად. არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ არსებობს. უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურეს, თენგოსაც აღარაფერი დარჩა სათქმელი და ნოდარ მელაძის რაღაც გაუგებარი სიუჟეტით სპეკულირებენ. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობილიზებაში პარტიაც ჩართულია, რასთან დაკავშირებით დღეს შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა განცხადება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, კალაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების მობილიზებას და იმას, რომ ადამიანი მივიდეს და ხმა მისცეს პარტიას, რომელსაც მხარს უჭერს.

„არცერთი ფაქტი არ გაქვთ წარმოდგენილი, მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხია, სპეკულირებთ და არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით.

გარტყმაში არ ხართ საერთოდ რას ნიშნავს არჩევნები. „ქართულ ოცნებას“ 50 000 - ზე მეტი პარტიის წევრი გვყავს, გარდა ამისა, გვყავს ზონის უფროსები კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში. გვყავს უბნის უფროსები, ე.წ აგიტატორები - საკმარისია ეს? გვყავს ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანების მობილიზებას და იმას, რომ ადამიანი მოვიდეს და ხმა მისცეს პარტიას, რომელსაც მხარს უჭერს. ამაზე ტრენინგებს გავდიოდით NDI-ის და IRI-ის დაფინანსებით. თვითონ გვიტარებდნენ ლექციებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პარტიამ მხარდამჭერებთან მიმართებაში, როგორ უნდა მოაბილიზოს და ა.შ“, - განაცხადა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს