აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2024 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გადასცეს.

მინისტრმა სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და მორიგი გამარჯვებები უსურვა.

„სპორტი ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჟამად სპორტის განვითარების მიზნით არაერთ ახალ ინიციატივას განვიხილავთ. ამასთანავე, შევეცდებით, თითოეულ თქვენგანს კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მიღწევაში შეგიწყოთ ხელი“, - აღნიშნა დავით მორგოშიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს