ცესკო-ს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკო-ში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ბრალდებების და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. მან მისიის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციაც გააცნო.

„26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ეცნობა იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს დაკვირვების შედეგად აქვთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. დღევანდელ შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ასევე ვრცლად ვისაუბრეთ ბრალდებებისა და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია ადმინისტრაციის აქტივობებს და საქმიანობას დადებითად აფასებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას.

თავის მხრივ, „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკო-ს ხელმძღვანელ პირებს არჩევნების ანგარიშის წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. აღნიშნულ ანგარიშში ადმინისტრაციის საქმიანობა და აქტივობები დადებითად არის შეფასებული. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და ინფორმაციის კოორდინირებულად გაცვლისთვის.

„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მისიებით აკვირდებოდა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელი ზლატკო ვუოვიჩი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა კოსტალაჩი, საარჩევნო ადმინისტრაციის ანალიტიკოსი ბეატრიქს ბუნექამპი და იურიდიული ექსპერტი მარიამ ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო