დავით მორგოშია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძესთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ცენტრის სასწავლო პროექტებში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობის საკითხი განიხილეს.

“ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სკოლებში STEM განათლების - მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.

ბერიკა შუკაკიძემ სტუმრებს საბუნებისმეტყველო კლუბ „ჩხირკედელას“ ბაზაზე არსებული ლაბორატორია დაათვალიერებინა და კლუბის მუშაობის პრინციპები და STEM პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთის სკოლებში მოქმედი დისტანციური სწავლების გაძლიერების საკითხზეც იმსჯელეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს