მამუკა ხაზარაძე - წინააღმდეგობა გაგრძელდება დღესაც და მომავალ დღეებშიც - ჩვენი მომავალი ვერ იქნება დამპყრობელთან

ეს იყო და არის რუსული სპეცოპერაცია, ეს არის ყველაზე რთული დღეები საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ახლა წყდება, სად იქნება ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების თითოეული ნაბიჯი მიმართული იქნება იქითკენ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს და სიმართლემ გაიმარჯვოს.

„ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც წაართვეს მთავარი - არჩევანის უფლება და მოგვტაცეს მომავალი, ამას ჩვენ არავის არ დავუთმობთ, გამორიცხულია!

ამიტომ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება დღესაც და მომავალ დღეებშიც. ამას ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებიდანაც შემოუერთდებიან. ჩვენი მომავალი ვერ იქნება დამპყრობელთან.

თბილისი ამ ოპოზიციამ მოიგო ამ გაყალბების პირობებშიც. არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს ბიძინას კრიმინალურ ხელისუფლებას.

ეს არის ყველას საერთო საქმე, ყველა ნაბიჯი იქნება მიმართული წინააღმდეგობის გაწევაზე. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ ნორმალური და წყნარი ცხოვრების უფლება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს