ვოლოდიმირ ზელენსკი - მაია სანდუსთან საუბარში კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება, ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ვესაუბრე და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. უკრაინელი ხალხის სახელით მოლდოველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ სოლიდარობა გამოვხატე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ. შემდგომი ნაბიჯების შესახებ შევთანხმდით და პრეზიდენტი სანდუ უკრაინაში მოვიწვიე“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ ხმების 55,33% მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს