საბა ბუაძე - ჩვენ არ გვაქვს არც ცხვირის ჩამოშვების დრო და ფუფუნება, არც ბრძოლის შეწყვეტის რესურსი - ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან მათ, ვინც მის რუსულ ჭაობში ჩახარშვას ცდილობს

ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან მათ, ვინც მის რუსულ ჭაობში ჩახარშვას ცდილობს. ეს საბრძოლო განწყობაა თითოეულ ჩვენგანში, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მარჯანიშვილის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებს.

საბა ბუაძის განცხადებით, დღეს რუსეთაველზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება, რადგან მიუხედავად დათრგუნვის მცდელობისა, მათში ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს.

„რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ აქ და ამ დღეების განმავლობაში, არის ჩვენი ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომლის ჩაკვლასაც და ჩახშობასაც ცდილობდა ივანიშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მუშაობს, იმუშავებს და ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე. ჩვენ ვნახეთ როგორ შეგნებულად გააკეთეს ეს ყველაფერი - რამდენად დიდი იყო არჩევნების მიტაცების და გაყალბების მასშტაბი, რომ დაეთრგუნა თითოეული ჩვენგანი, მაგრამ არავინ არ არის დათრგუნული, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის განსაკუთრებული, ყველას აქვს გააზრებული ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის ავანგარდში არის თბილისი, მაგრამ, ასევე, გვერდს უმაგრებს მთელი საქართველო.

სასწორზე დგას ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, სასწორზე დგას ის, თუ როგორ ქვეყანაში უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ცხოვრება. რა თქმა უნდა, უნდათ, რომ ჩვენ დავყაროთ ფარ-ხმალი, ახალგაზრდობა წავიდეს ემიგრაციაში, როგორც ამას ივანიშვილი მოგვიწოდებდა, მაგრამ ეს ასე არ იქნება. ახალგაზრდობა ბევრი იქნება დღეს ძალიან, რუსთაველზე და ამ ახალგაზრდებზე მუშაობს სწორედ ის თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ამ მიტაცებულ არჩევნებს გამოსტაცებს ხელიდან. ჩვენ პირწმინდად, ყველანაირი გაყალბების მიუხედავად მოვიგეთ თბილისი, ქუთაისი, ძალიან ბევრი ადგილი, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს არც ცხვირის ჩამოშვების დრო და ფუფუნება და არც ბრძოლის შეწყვეტის რესურსი“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს