ოთარ ზურაბიშვილი - ეს მოპარული არჩევნებია, გამოსავალი რა არის? - ქუჩა, აქ უნდა ვიყოთ ყოველ დღე და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლება სინამდვილეში არის ხალხი და ხალხის ხმა

ეს მოპარული არჩევნებია, მეტი არაფერი. გამოსავალი რა არის? - ქუჩა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ხალხი ქუჩაში უნდა იყოს ყოველდღე, რადგან ხელისუფლებამ ნახოს, რომ სინამდვილეში ხელისუფლება ხალხი და ხალხის ხმაა.

„სხვა გამოსავალი არ არის. არჩევნები და ხმები მოგვპარეს. პირდაპირ გეტყვით, ეს არის ელექტორალური, ხმების მოპარვით გადატრიალება. ხელისუფლება ამით იჭერს ქვეყანას, რომელიც როგორც შეეძლო, ისე მოვიდა არჩევნებამდე. ეს მოპარული არჩევნებია, მეტი არაფერი. გამოსავალი რა არის? - ქუჩა. აქ უნდა ვიყოთ ყოველდღე და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ სინამდვილეში ხელისუფლება ხალხი და ხალხის ხმა არის“ , - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე სამი ოპოზიციური კოალიციის აქციაა დაანონსებული. აქციას სადგურის მოედნიდან სამი პოლიტიკური პარტია: „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მსვლელობით უერთდება.

სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი თუ როგორი იქნება ოპოზიციის პროტესტის ფორმები და სამოქმედო გეგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს