ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩოი სონ ჰუი მიიღო, რომელიც რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე, 1-ელ ნოემბერს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც დასავლეთში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა დაადასტურეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს