მამუკა ხაზარაძე - მეკითხებიან, რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ - გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს - ამ ფალსიფიცირებულ პარლამენტში არ შევალთ, ისხდებიან მარტო კეთროვანებივით

გეგმა არის ერთად ყოფნა, გეგმა არის სიმტკიცე, გეგმა არის არდანებება, გეგმა არის ძალიან სერიოზულად, მედგრად სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში , - ამის შესახებ ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მოედება მთელ საქართველოს.

„სულ მეკითხებიან რა არის გეგმა, გეგმა ვართ ჩვენ, ჩვენ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ გაყალბების მიუხედავად. გავიმარჯვეთ თბილისში და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მოედება მთელ საქართველოს. ჩვენ უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, თავლებში ჩავხედოთ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს და ვუთხრათ, გამოდი, შემომიერთდი იმიტომ, რომ ქვეყანა არის განსაცდელის ზღვარზე.

გეგმა არის შემდეგი: გეგმა არის ერთად ყოფნა, გეგმა არის სიმტკიცე, გეგმა არის არდანებება, გეგმა არის ძალიან სერიოზულად, მედგრად სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში.

მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ფალსიფიცირებულ, მოპარულ პარლამენტში არ შევალთ, არ არსებობს ეს ვარიანტი. ესენი ისხდებიან მარტო კეთროვანებივით აქ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ეს ერთი კვირა არავინ არ იჯდა გულხელდაკრეფილი, ჩვენ ვაგროვებდით ყველა იმ სამხილს და მტკიცებულებას, რომელიც ნათარგმნია და გაგზავნილია, ნაწილი ახლა ითარგმნება. უზარმაზარი მასალა მოდის, თავლებს არ დავუჯერეთ რეები ჩაატარეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა