ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს - მადლობა, რომ გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას - ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, ახლა გვამეცადინებენ კოალიციურ მმართველობაში

მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას - აბა რა, ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამი ოპოზიციური გაერთიანება ახლა სცენაზე ერთად დგას და „მეცადინეობენ ბრძოლაში, ერთად დგომაში და ერთობლივ-ეროვნულ წინააღმდეგობაში, რომელიც ყოველდღიური იქნება“.

„მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ. კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას - აბა რა, ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყოთ. აბა სცენაზე დაგვაკვირდით - ყველას თვეობით, დაჟინებით გვყავს ერთმანეთი ნალანძღი და ახლა გვამეცადინებენ კოალიციურ მმართველობაში. როგორც კი პატიოსან არჩევნებს ჩავატარებთ და კოალიციური ხელისუფლებით მოვალთ, ვერცერთი პარტია ვერ გაქაჩავს თავისკენ საბანს. ჩვენ უკვე ნამეცადინები ვიქნებით - იმიტომ რომ აქ ვდგავართ და ვმეცადინეობთ ბრძოლაში, ერთად დგომაში და ერთობლივ-ეროვნულ წინააღმდეგობაში, რომელიც ყოველდღიური იქნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე და მოლდოველ ხალხს ამ არჩევნებში რუსების დამარცხება მიულოცა.

„ახლა მინდა ყველას სახელით მოლდოველ ხალხს და ქალბატონ სანდუს მივულოცო გამარჯვება და რუსეთის დამარცხება მოლდოვაში. აქაც დავამარცხებთ.

რა მაგარია, რომ ამდენი ხალხი ვდგავართ ყოველგვარი კოორდინატორების, კაპიტნების და ვიღაც ქარაქუცების დაძახილის გარეშე. მთელი მსოფლიო გვიყურებს გატყდნენ თუ არა ქართველებიო. ამიტომ შევქმენით ჩვენ საკოორდინაციო შტაბი, რომ ყველა ნაბიჯი ავწონ-დავწონოთ.

ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა. ჩვენ ღმერთთან, ხალხთან და მსოფლიოს წინაშე ვართ მართლები. ამ სიმართლით გავიმარჯვებთ - არავინ მოგვისყიდია, არავისთვის ფული არ გადაგვიხდია, არავისთვის არაფერი ჩაგვიყრია და არაფერი გვიმამაძაღლია, როგორც შეიძლებოდა ისე ვიბრძოდით - შიშველი ხელებით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან