გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ანალენა ბერბოკზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევში ვიზიტით მყოფმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთრის მოახლოებისა და მის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინას ახლა დახმარება ესაჭიროება და 200 მილიონი ევრო ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება.

„ასევე, მოხმარდება იმას, რომ უკრაინელებმა აუცილებელი ნივთები მიიღონ, საბნები და თბილი ტანსაცმელი, რათა ცივი ტემპერატურისგან თავი დაიცვან“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს