ვოლოდიმირ ზელენსკი - კანადა უკრაინისთვის შეკვეთილ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოგზავნის, ველით, რომ მას წლის ბოლომდე მივიღებთ

კანადისგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას წლის ბოლომდე მივიღებთ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენ მეორე სამშვიდობო სამიტის ორგანიზებისთვის შემდგომი თანამშრომლობისა და ამ ძალისხმევაში გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვის საკითხი განვიხილეთ. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინისთვის შეკვეთილ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოგზავნის. ველით, რომ მას მიმდინარე წლის ბოლომდე მივიღებთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯასტინ ტრუდომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისა და ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვის საკითხი განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს