მამუკა ხაზარაძე - დღევანდელი დღე შედგა, ხვალ, ახალი ძალებით ვიკრიბებით - 3-4 დღეში თბილისს ვერ იცნობთ, რადგან თბილისი იქნება სხვა ქალაქი, ლაღი, თავისუფლებისთვის და სამართლისთვის მებრძოლი გამარჯვებული

ყველა თქვენს უბნელს, ყველას დაუკავშირდით და გავაკეთოთ აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა უბანზე გააკეთებენ მობილიზაციას, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, აქციის მონაწილეები ამ დღეებში ყველა უბანსა და დიდ მაგისტრალს მოივლიან.

“მეგობრებო, დღევანდელი დღე შედგა. ხვალ, ახალი ძალებით, როგორც გამოცხადდა, 14:00 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან. ყველა უბანი და ყველა დიდი მაგისტრალი უნდა მოვიაროთ ამ დღეებში, ყველა უნდა გამოვიყვანოთ. მე მინდა გთხოვოთ, რომ ყველა თქვენს უბნელს, ყველას დაუკავშირდით და გავაკეთოთ აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც ვაკეში, ვერაზე, საბურთალოზე, სხვადასხვა უბანზე გააკეთებენ მობილიზაციას. გარანტიას გაძლევთ, 3-4 დღეში თბილისს ვერ იცნობთ იმიტომ, რომ თბილისი იქნება სხვა ქალაქი, გამოსული, ლაღი, თავისუფლებისთვის და სამართლისთვის მებრძოლი გამარჯვებული. აღმაშენებლიდან მივდივართ მარჯანიშვილზე”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს