ნინო ლომჯარია - თეთრიწყაროს სასამართლომ 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა - უნდა მივიდეთ სააპელაციო სასამართლოებთან და მოვითხოვოთ იმ უბნების გაბათილება, სადაც საჩივრები გვაქვს დაწერილი

თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო, - ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საიას სარჩელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს "ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია".

„ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე (30 უბანი) შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ყველა ელექტრონულ უბანზე ასე უნდა მოხდეს, სადაც ბიულეტენი ლანდავდა“, - წერს ლომჯარია „ფეისბუქზე“.

მისივე თქმით, ახლა სააპელაციო სასამართლოებთანაც უნდა იყოს შესაბამისი მოთხოვნა.

„ახლა ყველანი უნდა მივიდეთ სააპელაციო სასამართლოებთან და მოვითხოვოთ ყველა ელქტრონული უბნის გახსნა და ბიულეტენების შემოწმება და იმ უბნების გაბათილება, სადაც საჩივრები გვაქვს დაწერილი!“, - წერს ლომჯარია.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილებით თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები ბათილად ცნო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება