თბილისში საპროტესტო მსვლელობა დასრულდა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების მონაწილეობით საპროტესტო მსვლელობა დასრულდა.

ისინი რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ამის შემდეგ კი მსვლელობით მშრალ ხიდზე გადაინაცვლეს.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდიდან მარჯანიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს, სადაც მსვლელობა დასრულდა.

მსვლელობის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და მათ 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა.

„აქ ყველა თანასწორი ვართ. თუ რამე იდეები გაქვთ შევაგროვოთ, დავგეგმოთ და ამ იდეებს გავყვეთ. ეს მოძრაობა უნდა იყოს მრავალფეროვანი, უნდა იყოს გეოგრაფიულად გაშლილი. უნდა დავუკავშირდეთ ჩვენ მეგობრებს ყელა უბანში, დავუკავშირდეთ ყველა ქალაქში და ანალოგიური მოძრაობები უნდა დავიწყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ვერავინ დედამიწის ზურგზე ამ ძალას ვერ შეაჩერებს. ძალა მოიკრიბეთ. ხვალ ორ საათზე გელოდებით სპორტის სასახლესთან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ მსვლელობის დასრულების შემდეგ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი