ავსტრალია უკრაინას 14 სამხედრო კატერს გადასცემს

ავსტრალია უკრაინას, საზღვაო და სანაპირო თავდაცვის გასაძლიერებლად, 14 სწრაფ და მაღალ მანევრირებად საზღვაო კატერს გადასცემს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ავსტრალია უკრაინას გადასცემს 14 კატერს, რაც ხაზს უსვამს მთავრობის მუდმივ ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის უკანონო შეჭრისგან დაცვაში. ავსტრალიის თავდაცვის ძალების საზღვაო კატერები უზრუნველყოფენ უკრაინის სწრაფ და მაღალ მანევრირებად საზღვაო შესაძლებლობებს“, - აცხადებენ ავსტრალიის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, 14 მილიონ ავსტრალიურ დოლარად შეფასებული სამხედრო მხარდაჭერის უახლესი პაკეტი გააძლიერებს უკრაინის საზღვაო და სანაპირო თავდაცვას, რომელიც მნიშვნელოვანი ოპერატიული ზონაა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ავსტრალიამ უკრაინას 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება და 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზოგადი მხარდაჭერა გაუწია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს