გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ დიღომს, მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს 12:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - მსხალდიდი, ქვემო ლისი, ვარდის წყარო და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ცამეტი ასურელი მამის, ტოიოტას ცენტრის და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!