ჩრდილოეთ კორეამ შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის სულ მცირე შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა (JCS) და იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს.

სეულის ცნობით, რაკეტებმა დაახლოებით 400 კილომეტრი იფრინეს. სამხრეთ კორეელი სამხედროები აკვირდებოდნენ გაშვებას და იაპონელ და ამერიკელ მოკავშირეებს ინფორმაციას უზიარებდნენ.

„ბალისტიკური რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეიდან „ემუქრება ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოშიმასა ჰაიაშიმ.

3 ნოემბერს სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. სამხრეთ კორეის თავდაცვის ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენელმა, ჰან კვონ-ჰემ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვება შეიძლება ჩაითვალოს „პირდაპირ პასუხად“ ამ სამმხრივ სამხედრო წვრთნებზე,

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები 31 ოქტომბერსაც გაუშვა. შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ფხენიანის ქმედებები მკაცრად დაგმეს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევად შეაფასეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს