პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. N7) აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100-მდე ფერწერული ტილო-პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.

„აღსანიშნავია, რომ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარია. მან ხატვა 65 წლის ასაკში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ფერწერა მისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაცაა ომის შედეგად მიღებული და საყვარელი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შემდეგ. ეს გამოფენა, რომელიც 7 ნოემბრამდე გასტანს, მისი რიგით მეშვიდე პერსონალური გამოფენაა. გამოფენა 5 ნოემბერს 17:00 საათზე გაიხსნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს